https://machitidze-nana1112233344444456.blogspot.com/

გაკვეთილის გეგმები


სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ნანა მაჩიტიძე
საგანი: ჩვენი საქართველო
სწავლების საფეხური/კლასი:   დაწყებითი/ V1კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 31 მოსწავლე.
გაკვეთილის თემა:  პირველი ქართული სახელმწიფო-მეფე ფარნავაზი.
გაკვეთილის ტიპი:  სამოდელო გაკვეთილი- გამჭოლ კომპეტენციაზე  სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაიგებენ როგორ შეიქმნა პირველი ქართული ერთიანი  სახელმწიფო, გაანალიზებენ რა როლი შეასრულა ამ საქმეში ქართლის მეფე ფარნავაზმა და ეგრისის მმართველმა ქუჯიმ. შეძლებენ ინფორმაციის ვენის დიაგრამის სახით წარმოდგენას და ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანას(ჩანახატების შექმნას.).

აზ. მეც.V-VI. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის   საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).
აზ. მეც.V-VI.7. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს  საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართვე­­ლობაში  მონაწილეობდნენ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ჩამოთვლის და ახასიათებს მმართველობაში მონაწილე ისტორიულ პირთა მიერ გატარებულ სახელმწიფო ღონისძიებებს. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას მათ შედეგებზე; სხვადასხვა საშუალებით გადმოცემულ ისტორიულ ინფორმაციას წარმოადგენს ჩანახატებში.

განსავითარებელი უნარები:  ისტორიული ეპოქის აღქმა და გაანალიზებაისტორიული წყაროების შედარება; ინტერპრეტაციისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
გაკვეთილის აქტუალურობა: ვინაიდან ხდება ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა( სიტყვიერი ტექსტში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის,  სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირების , სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენისა  და ა.შ.უნარის განვითარება).

#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის
ორგანიზების
ფორმა/ფორმები
სასწავლო
რესურსი
დრო(წთ)
თითოეული
აქტივობის
 ბოლოს
მისაღწევი
შედეგი
1
მისალმება საგაკვეთილო განწყობის შექმნა.მიზანი-აქტივობებზე მორგებული და ორგანიზებული საკლასო გარემოს შექმნა.აქტივობის აღწერა: მისალმება, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა.გაკვეთილის მიზნის და შეფასების რუბრიკის  გაცნობა.     
ვერბალური მეთოდი.
საერთო საკლასო.
გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა.
2წ.
მოსწავლეები
გაეცნენ
გაკვეთილის
 მიზანს და
შეფასების
 კრიტერიუმებს.
2
გამოწვევა-აღწერითი პარადიგმა. მიზანი-მოსწავლეთა ცოდნის შეკრება/მობილიზება. აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაფაზე ხაზავს აღწერით პარადიგმას და სთხოვს მოსწავლეებს ჩამოთვალონ თუ რა იციან მათ სახელმწიფოს შექმნის შესახებ.რა ნიშნები უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. მოსწავლეები ხელის აწევით ანიშნებენ მასწავლებელს პასუხის გაცემის სურვილს და მასწავლებელი მათი პასუხების საფუძველზე ავსებს აღწერით პარადიგმას.
დემონსტრირების მეთოდი.
საერთო საკლასო.
დაფა, ცარცი.
3წ.
გავიგე როგორ  ესმოდათ სიტყვები „სახელმწიფოს შექმნა.“ მოსწავლეები დაინტერესდნენ  გაკვეთილის თემით,გამოიკვეთა აქტიური ჩართულობა და გაუჩნდათ მეტის გაგების სურვილი.
3
სიღრმისეული წვდომა-ვიდეოს ჩვენება. მიზანი-მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას.აქტივობის აღწერა:ანიმაციური ვიდეოს საშუალებით  გაიგებენ როგორ შეიქმნა პირველი ქართული ერთიანი  სახემწიფო, ვინ მონაწილეობდა სახელმწიფოს შექმნაში და რა წინაპირობები არსებობდა. (იხ.დანართი 9.)
დემონსტრირების მეთოდი.
საერთო საკლასო.
პროექტორი, კომპიუტერი.
3წ.
მოსწავლეები გაეცნენ და შეისწავლეს გაკვეთილის თემა.
4
ვენის დიაგრამა. ჯგუფური მუშაობა.მიზანი-მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული წყაროების გაცნობა-განხილვა-გაანალიზება. აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ჯგუფებში დაურიგდებათ ტექსტები თაბახზე, სადაც იქნება წარმოდგენილი ქართლის ცხოვრებიდანდა ,,მოქცევაი ქართლისაი“-დან ამოღებული ფრაგმენტები. წყაროები ეხება ისტორიულ პიროვნებას - აზოს, მის მოღვაწეობას და წარმომავლობას. ქართლის სამეფოს წარმოშობასთან დაკავშირებულ განსხვავებულ ვერსიებს. შემდეგ კი მასწავლებელი სთხოვ მოსწავლეებს შეადარონ ერთმანეთს მოცემული ისტორიული დოკუმენტები, მონახონ მათში მსგავსი და განსხვავებული ინფორმაცია. უპასუხონ კითხვებზე: რა მსგავს ინფორმაციებს გვაწვდიან წყაროები? რა განსხვავებულ ინფორმაციებს გვაწვდიან წყაროები? რომელი წყარო მიაჩნიათ უფრო სარწმუნოდ?  ჯგუფურ სამუშაოს მასწავლებელი აფასებს მიმდინარე განმავითარებელიზეპირი კომენტარით..(იხ. დანართი 1 და დანართი 2.)
ანალიზური მეთოდი.
ჯგუფური  სამუშაო.
ტექსტი თაბახზე, თაბახის ფურცელი, კალამი.
10წ.
მოსწავლეებმა გაანალიზეს წყაროები და გამოყვეს მსგავსი და განსხვავებული ინფორმაცია.
5
მინი ლექცია. მიზანი-ინფორმაციის მიწოდება. აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ფარნავაზის ილუსტრაციას და მოსწავლეებს ეკითხებ- რას უნდა მიანიშნებდეს ეტრატი? რისი გამოხატვა სურდა მოქანდაკეს? და ესაუბრება ფარნავაზის რეფორმებზე. აჩვენებს ფარნავაზის დროინდელ რუკას და სვავს შეკითხვას: თუ იციან რატომ იყოფა სახელმწიფო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად?იყენებს მის მიერ შექმნილ კედლის თვალსაჩინოებას და თხოვს ამ თვალსაჩინოების დახმარებით   ააგონ სახელმწიფო მმართველობის სქემა. ბოლოს მასწავლებელი სვავს შეკითხვას რა მნიშვნელობა აქვს რელიგიის არსებობას სახელმწიფოსათვის?(იხ. დანართი 3,4,5,6.)
ვერბალერი ახსნა.
საერთო საკლასო.
მასწავლებლის მიერ შექმნილი კედლის თვალსაჩინოება, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი.
9წ.
მოსწავლეები გაეცნენ რა რეფორმები გაატარა ფარნავაზმა.
6
რეფლექსია- პრაქტიკული სამუშაო- მიზანი-ჩანახატების შექმნა. აზრის ილუსტრაციის გამოხატვის, სიტყვიერი ტექსტის და ნახატის ინტერპრეტაცია და ერთმანეთთან დაკავშირება. აქტივობის აღწერა: მოსწავლეები გააკეთებენ ჩანახატებს გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით და შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მოსწავლეები ახდენენ ნამუშევრის პრეზენტაციას. პრაქტიკულ სამუშაოს მასწავლებელი აფასებს მიმდინარე განმავითარებელი ზეპირი კომენტარით.
პრაქტიკული მეთოდი.
ინდივიდუალური სამუშაო.
ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები,დაფა.
13წ.
მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანახატები , რომლებიც დააკავშირეს  თემასთან.
7
შეფასება. მიზანი-მოსწავლეების შეფასება  მიმდინარე საგაკვეთილო პროცესში შეფასების რუბრიკებით. აქტივობის აღწერა: მიმდინარე განმავითარებელიშეფასება საგაკვეთილო პროცესში შეფასების რუბრიკით, მიმდინარე განმავითარებელი ზეპირი კომენტარი. (იხ. დანართი 7 და დანართი 8.)


ვერბალური მეთოდი.
ინდივიდუალური.
შეფასების კრიტერიუმები.
3წ.
მოსწავლეები შეფასდნენ განმავითარებელ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
8
საშინაო დავალება: მიზანი-მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ შემდეგი გაკვეთილისთვის გასცენ პასუხი კითხვებს. აქტივობის აღწერა: უპასუხებენ რამდენად გონივრული და ქვეყნისათვის სასარგებლო იყო ქუჯის გადაწყვეტილება? რა მოხდებოდა, ქუჯი რომ არ დახმარებოდა ფარნავაზს ძლიერი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში?
ვერბალური მეთოდი.
მთელი კლასი.
წიგნი, რვეული, კალამი.
2წ.
გაეცნენ და გაიაზრეს რა როლი მიუძღვოდა ქუჯის ქართლის სამეფოს ჩამოყალიბაში.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  მოსწავლეები გაეცნენ როგორ შეიქმნა პირველი ქართული სახელმწიფო, გაანალიზეს ვინ მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს შექმნაში. შეძლეს  წყაროების დამუშავებით ინფორმაციის ვენის დიაგრამის სახით წარმოდგენა. ინფორმაციის ილუსტრაციით გამოხატვა(ჩანახატის შექმნა). გამოუმუშავდათ ინტერპრეტაციისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
შეფასება: განმავითარებელი.  იხ. რუბრიკა .
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და/ან რუბრიკები)









(დანართი 3)




(დანართი 1)
XI საუკუნის „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ალექსანდრემ ილაშქრა ქართლში და აქ მმართველად დატოვა თავისი სარდალი აზო. დამპყრობლებთან ბრძოლაში დაიღუპა ფარნავაზის მამა და მცხეთის მამასახლისი სამარა. სამი წლის ფარნავაზი დედამ ჩრდილოეთ კავკასიაში გადაიყვანა სადაც გაიზარდა კიდეც. აზომ დაიმორჩილა არა მარტო ქართლი, არამედ კოლხეთიც.აზონი მკაცრი მმართველი გამოდგა, ის ხოცავდა ქართლის ყველა მცხოვრებს ვისაც კი იარაღის ტარება შეეძლო. მისი ბრძანებით მოთხარეს და დაანგრიეს აქაური ციხეები.აზონს დაუპირისპირდა ფარნავაზი, მცხეთის მამასახლისის ძმისშვილი. მის მმართველობას ბოლო მოუღო ფარნავაზის მიერ მოწყობილმა აჯანყებამ. მან დაიხმარა დასავლეთ საქართველოს მმართველი ქუჯი, ჩრდილო კავკასიელი მთიელები და დაამარცხა აზონი, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა. ფარნავაზმა თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა. მისი უზენაესობა ცნო ქუჯიმაც.

IX საუკუნის „მოქცევაი ქართლისაი“-ს მიხედვით საუბარია ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლში ლაშრობაზე და აღნიშნულია, რომ ალექსანდრეს ქართლში ლაშქრობისას თან ჰყავდა არიან-ქართლის მეფის შვილი აზო, რომელსაც მცხეთაში უბოძა სამეფო ტახტი. არიან ქართლი კი არის ირანის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ქართული მიწების სახელწოდება.შემდეგ აზო წავიდა არიან-ქართლში. იქიდან თავისი ხალხი წამოიყვანა და მათთან ერთად დასახლდა მცხეთაში....“და ესე იყო პირველი მეფე მცხეთას შინა აზო არიან ქართვლთა მეფისა“. აზომ თან მოიტანა ორი წარმართული კერპი- გაც და გაიმ. აზოს დაუპირისპირდა ფარნავაზი, რომელიც მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული იყო. სამარა და მისი ძმა მაკედონელებთან ბრძოლას შეეწირნენ. დედამ სამი წლის ფარნავაზი აზოს რისხვას ჩრდილოეთ კავკასიაში გაარიდა. მან მიიმხრო დასავლეთ საქართველოს ერისთავი ქუჯი.








(დანართი 6)








კრიტერიუმები
მუშაობა ნაწილობრივ წარმატებულია
მუშაობა დამაკმაყოფილებელია
მუშაობა წარმატებულია
ინფორმაციის ფლობის უნარი და ჩანახატების გასაგებად წარმოდგენა.
იშვიათად წარმოაჩენს მთავარ აზრს,  ნაკლებად იყენებს მასალას და მხატვრულ- გამომსახველობით ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად.
ხანდახან წარმოაჩენს მთავარ აზრს, იყენებ მასალას და მხატვრულ- გამომსახველობით ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად.
ყოველთვის წარმოაჩენს მთავარ აზრს ეფექტურად იყენებს მასალას და მხატვრულ გამომსახველობით ხერხებს ჩნაფიქრის გადმოსაცემად.
შემოქმეებითობა.
ნაკლებად ჩანს მოსწავლის ორიგინალობა, მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი მოსწავლის მხრიდან.
ნაკლებად შემოქმედებითია, უჭირს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. უჭირს ინტერპრეტაცია.
ზოგჯერ ჩანს მოსწავლის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება ნაშრომის უკეთ წარმოჩენაში.
ნაწილობრივ შემოქმედებითია, უჭირს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. ნაკლებად ავლენს ინტერპრეტაციის უნარს.
ყოველთვის ჩანს მოსწავლის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც საინტერესოს ხდის ნამუშევარს.
შემოქმედებითია, შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.აქვს ორიგინალური ინტერპრეტაცია.
შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა.
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნათელია,მაგრამ ერთფეროვანია.
ყოველთვის შეუძლია მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი თვალსაჩინოების შექმნა.
იცავენ დროის ლიმიტს.
ვერ იცავს დროის ლიმიტს.
ნაწილობრივ იცავს დროის ლიმიტს.
ყოველთვის იცავს დროის ლიმიტს.
(დანართი 7)              პრაქტიკული სამუშაოს შესრულების შეფასების რუბრიკა










ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
(დანართი 8)              

კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს.
იშვიათად იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს.
ხანდახან იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს.
ყოველთვის იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს.
ჯგუფუს წევრები თანაბრად ინაწილებენ ფუნქციებს.
უჭირთ ფუნქციების გადანაწილება.
ნაწილობრივ ინაწილებენ ფუნქციებს.
ყოველთვის თანაბრად ინაწილებენ ფუნქციებს.
ისმენენ მასწავლებლის ინსტრუქციებს,   იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს და თავს ართმევენ მიცემულ დავალებებს.
არ ისმენენ მასწავლებლის ინსტრუქციებს, არ იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს და ვერ ართმევენ მიცემულ დავალებებს თავს.
ხანდახან არ ისმენენ მასწავლებლის ინსტრუქციებს, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს და ნაწილობრივ ართმევენ თავს მიცემულ დავალებებს.
ყოველთვის უსმენენ მასწავლებლის ინსტრუქციებს, იზიარებენ ერთმანეთის აზრს და კარგად ართმევენ თავს მიცემულ დავალებებს.
ჯგუფი წარმოაჩენს მთავარ აზრს და პასუხობს შეკითხვებს.
იშვიათად წარმოაჩენს მთავარ აზრს და ვერ პასუხობს შეკითხვებს.
ზოგჯერ წარმოაჩენს მთავარ აზრს და ნაწილობრივ პასუხობს შეკითხვებს.
ყოველთვის წარმოაჩენს მთავარ აზრს და პასუხობს შეკითხვებს.
იცავენ დროის ლიმიტს.
ვერ იცავს დროის ლიმიტს.
ნაწილობრივ იცავს დროის ლიმიტს.
ყოველთვის იცავს დროის ლიმიტს.













(დანართი 9)
http://net.adjara.com/Movie/main?id=7102 მოცემული ლინკიდან გამოყენებულია ამონარიდი 01:01 დან 04:04 მდე.




სამოდელო გაკვეთილის გეგმა


მასწავლებლის სახელი, გვარი: ნანა მაჩიტიძე
საგანი: ჩვენი საქართველო
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ Vკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 31 მოსწავლე
გაკვეთილის თემა: „კოლხა მითსა და სინამდვილეში“.
გაკვეთილის ტიპი:გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული-წიგნიერება.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ დაახასიათონ უძველესი სახელმწიფო, ახსნიან თუ რატომ შეიქმნა მითი. შეძლებენ  ზუსტად ერთმანეთისგან გამიჯნონ მითი და რეალობა.
საზ.მეც.V-VI.5. მოსწავლე შეუძლია დააკავშიროს ისტორიული ფაქტები შესაბამის ეპოქასთან.
საზ. მეც.V-VI.23. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს მოგზაურობების გავლენაზე საქართველოში.
შედეგი თვალსაჩინოა: მოსწავლე ასახელებს მნიშვნელოვან ისტორიულ ფატებს. განასხვავებს კონრეტულ ისტორიულ მოვლენას. მსჯელობს უცხოელი მოგზაურების მიერ საქართველოს შესახებ შეგროვილი ცნობების მნიშვნელობაზე ქვეყნის შესწავლისათვის.
განუვითარდებათ თანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარები.
წიგნიერების მიზანი:ინფორმაციის დამუშავების, კრიტიკულად გაანალიზების და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება.
#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის
ორგანიზების
ფორმა/ფორმები
სასწავლო
რესურსი
დრო(წთ)
თითოეული
აქტივობის
 ბოლოს
მისაღწევი
შედეგი
1
მისალმება. მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს.მოსწავლეებს აცნობს ადრეკლასობრივ სახელმწიფოს კოლხას,ეცნობიან თუ რატომ ინტერესდებოდნენ ბერძნები კოლხეთით-რატომ შეიქმნა მითი. მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ ჯგუფებში, მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენსბს წესებს ჯგუფებში მუშაობასთან დაკავშირებით და ბოლოს  მოხდება შეფასების რუბრიკის  გაცნობა.
ვერბალური ახსნა.
მთელი კლასი
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკა.
2წ.
მოსწავლეებმა
გაეცნენ და
 იციან
გაკვეთილის
 მიზანი და
შეფასების
 კრიტერიუმები.
2
პროვოცირება-მიზანი-ხდება მოსწავლის ცოდნის შემოწმება თვალსაჩინოების გამოყენებით კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. დაინტერესება და მოტივაციის გაძლიერება.მასწავლებელი   ეცნობა რა იციან მოსწავლეებმა თემის გარშემო და მათგან წამოსული პასუხებიდან გამომდინარე მოხდება შემდეგი შეკითხვის დასმა.
გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით.
მთელი კლასი
თვალსაჩინოება.
3წ.
გავიგებ რა იციან მოსწავლეებმა მოცემულ გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეები დაინტერესდებიან გაკვეთილის თემით და გაუჩნდებათ მეტის გაგების სურვილი.
3
მიზანი-მოსწავლეთა ცოდნის შეკრება/მობილიზება. არსებულ ცოდნას რასაც გამოავლენენ მოსწავლეები მასწავლებელი  ასახავს დაფაზე მათი დახმარებით.
„აღწერითი პარადიგმის“ მეთოდის გამოყენებით.
მთელი კლასი
დაფა, ცარცი.
2წ.
მოსწავლეებმა გაანალიზეს მოცემული თემა.
4
მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსის პრეზენტაცია. მიზანი-გაეცნონ გაკვეთილის თემას.სასწავლო რესურსი მოიცავს როგორც თეორიულ ასევე ფოტო-ვიდეო მასალას. ის განკუთვნილია ახალი თემის გაცნობის პროცესის გამარტივებისთვის. რესურსში აღწერილია კოლხას მდებარეობა,ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე,მეფე აიეტის სასახლე და ლეგენდა არგონავტებზე.
ვიდეოს ჩვენება
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი.
3წ.
მოსწავლეებმა გაეცნეს და შეისწავლეს გაკვეთილის თემას.
5
სიღრმისეული წვდომა-მიზანი-მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული წყაროების გაცნობა-განხილვა-გაანალიზება. მოსწავლეებს ჯგუფებში დაურიგდებათ ტექსტები თაბახზე, სადაც იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა წყარო თემის ირგვლივ I ჯგუფი-ადრეკლასობრივისახელმწიფოს მიმოხილვა და ურარტუს მეფე სარდურ II წარწერიდან კოლხეთში ლაშქრობის შესახებ. II-ჯგუფი- ძვ.ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი კოლხეთის შესახებ. III-ჯგუფი-ნაწყვეტი ბერძენი პოეტის აპოლონიოს როდოსელის პოემიდან „არგონავტიკა“.IV-ჯგუფი-თესალიის მეფე პელია და იასონი. V-ჯგუფი -ნაწყვეტი ბერძენი მწერლის აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკიდან“. VIჯგუფი-მითი „არგონავტებზე“.დამიეცამათ საშუალება გაანალიზონ-გააშინაარსონწყაროები, გამოყონ მნიშვნელოვანი და განასხვავონ ერთმანეთისგან მითი და რეალობა.
ჯგუფური მუშაობის მეთოდით.
მცირე ჯგუფებში მუშაობა
ტექსტი თაბახზე, ფორმატები,მარკერები, კალამი.
12წ.
მოსწავლეებმა გაეცნენ ,გაანალიზეს და იმსჯელეს წყაროებში მოცემული მასალას.
6
ნამუშევრების პრეზენტაცია. მიზანი-მოსწავლეები შეძლებენ მასალის პრეზენტაციას. თითოეულ ჯგუფს ეყოლება ორი პრეზენტატორი რომლებიც წარადგენენ თავიანთი ჯგუფის წყაროს და გამოყოფენ მითსა და სინამდვილეს. შემდეგ მოსწავლეებს მიეცემათ იმის საშუალება დაუსვან შეკითხვები და გაიგონ როგორ გამოიტანეს დასკვნები მათმა კლასელებმა.
პრეზენტაციის გაკეთება
ჯგუფური
დაფა, ფორმატები.
15წ.
მოსწავლეებმა  გააკეთეს დასკვნები და იმსჯელებეს თემის შესახებ.
7
რეფლექსია-მიზანი გაკვეთილის შეჯამება, ვიდეო რგოლის ჩვენება. მასწავლებლის მიერ მოხდება გაკვეთილის შეჯამება და ინფორმაციის მიწოდება,რომ ეს მითი დღესაც აქტუალურია და არგონავტების მარშრუტი გაიმეორა ცნობილმა ინგლისელმა მეცნიერმა ტიმ სევერინმა და საქართველოში 2014 წელს ჩატარდა კონფერენცია „არგო 2014 ლეგენდის გაცოცხლება“, რომელსაც დაესწრო ტიმ სევერინი და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საქართველო თავისი ისტორიით და დღევანდელობით ბოლოს მასწავლებელი აჩვენებს ვიდეო რგოლს ამასთან დაკავშირებით.
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი.
3წ.
მოსწავლეებმა შეისწავლესსს და შეაჯამეს გაკვეთილი.
8
საშინაო დავალება
„მედეას სახე ბერძნულ მითოლოგიაში“
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
ინტერნეტი, წიგნი „ბერძნული მითები“.
2წ.
იმუშავეს დამოუკიდებლად, მოიძიეს ინფორმაციას და გაიგეს მეტს გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით.
9
შეფასება-შეჯამება კომენტარებით
განმავითარებელი-განმსაზღვრელი  შეფასება
ჯგუფური, ინდივიდუალური.
განმავითარებელი -განმსაზღვრელი  შეფასების რუბრიკები.
3წ.
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელკრიტერიუმებზე დაყრდნობით.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:მოსწავლე შეუძლია დაახასიათოს ადრეკლასობრივი სახელმწიფო, ერკვევა მითის შექმნის მიზეზებში. შეძლო წყაროების საშუალებით ინფორმაციის დამუშავება  და გაანალიზება, განასხვავა მითი და რეალობა ერთმანეთისაგან. გამოუმუშავდა თანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
შეფასება:განმავითარებელი/განმსაზღვრელი. იხ. რუბრიკა.
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და/ან რუბრიკები)












ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს.
იშვიათად იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს.
ხანდახან იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს.
ყოველთვის იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს.
ჯგუფუს წევრები თანაბრად ინაწილებენ ფუნქციებს.
უჭირთ ფუნქციების გადანაწილება.
ნაწილობრივ ინაწილებენ ფუნქციებს.
ყოველთვის თანაბრად ინაწილებენ ფუნქციებს.
ისმენენ მასწავლებლის ინსტრუქციებს,   იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს და თავს ართმევენ მიცემულ დავალებებს.
არ ისმენენ მასწავლებლის ინსტრუქციებს, არ იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს და ვერ ართმევენ მიცემულ დავალებებს თავს.
ხანდახან არ ისმენენ მასწავლებლის ინსტრუქციებს, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს და ნაწილობრივ ართმევენ თავს მიცემულ დავალებებს.
ყოველთვის უსმენენ მასწავლებლის ინსტრუქციებს, იზიარებენ ერთმანეთის აზრს და კარგად ართმევენ თავს მიცემულ დავალებებს.
ჯგუფი წარმოაჩენს მთავარ აზრს და პასუხობს შეკითხვებს.
იშვიათად წარმოაჩენს მთავარ აზრს და ვერ პასუხობს შეკითხვებს.
ზოგჯერ წარმოაჩენს მთავარ აზრს და ნაწილობრივ პასუხობს შეკითხვებს.
ყოველთვის წარმოაჩენს მთავარ აზრს და პასუხობს შეკითხვებს.
იცავენ დროის ლიმიტს.
ვერ იცავს დროის ლიმიტს.
ნაწილობრივ იცავს დროის ლიმიტს.
ყოველთვის იცავს დროის ლიმიტს.



პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

1
აუდიტორიის წინაშე გასაგებად წარმოაჩენს შესრულებულ დავალებას.
2 ქულა
2
ფლობს აუდიტორიას. (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას.)
2 ქულა
3
საუბრობს გამართული ენით, იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას.
2 ქულა
4
არგუმენტირებულად და მსჯელობით ასაბუთებს აუდიტორიის წინაშე წარმოჩენილ ინფორმაციას.
2 ქულა
5
იყენებს თვალსაჩინოებას.
1 ქულა
6
იცავს დროის ლიმიტს.
1 ქულა


No comments:

Post a Comment