https://machitidze-nana1112233344444456.blogspot.com/

პროექტში ჩაშენებული კვლევა-„სსსმ მოსწავლეების ინტეგრაცია სასწავლო პროცესში“

 

სკოლის დასახელება:  142- საჯარო სკოლა

 

 

პროექტზე მომუშავე მასწავლებელი: ნანა მაჩიტიძე

 

პროექტის სახელწოდება: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მოსწავლეების ინტეგრაცია სასწავლო პროცესში“

  

 

პროექტის მიზანი: ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სასწავლო პროცესში ინტეგრირების ხელშეწყობა.


პრობლემის მოკლე  აღწერა: ვფიქრობთ, სკოლაში გამოკვეთილია პრობლემა, საჭიროა საჭიროებებზე დაფუძნებული ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა, საჭიროა მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, მასწავლებელთა კვალიფიკაცია საჭიროებს გაუმჯობესებას, ასევე ასამაღლებელია მშობელთა ცნობიერება. მეტად აქტუალურია სსსმ მოსწავლეების   ინტეგრირება სასწავლო პროცესში, რადგან თავად მოსწავლეებს აქვთ ამის მოთხოვნილება. ისინი საკმაოდ ნიჭიერები და კონტაქტურები არიან, ზოგი ხატავს, ზოგი ძერწავს და შეუძლიათ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა. საკითხის გადაუჭრელობა გამოიწვევ განათლების ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევას. ასევე არ მოხდება მათი ინტეგრირება სასწავლო პროცესში და აკადემიური უნარების/შედეგების გაუმჯობესება.

 

1.      პროექტით გათვალისწინებული აქტივოებები:

 

პროექტის ფარგლებში განვახორციელებთ:

ა) პროექტის დასაწყისში პრე გამოკითვის ჩატარება საჭიროების დასადგენად.

          ბ) ტრენინგები სასკოლო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, საკითხის უკეთ გასააზრებლად.

გ)  აქტივობა - „უთვალავი ჭრელი წინდა“.

დ) ფილმის ყურება (განხილვა)

ე)  საერთო აქტივობა სკოლის ეზოში-გავიფერადოთ სამყარო.

ვ)  სასწავლო რესურსების დამზადება სსსმ მოსწავლეებთან ერთად.

ზ) შემაჯამებელი გამოფენა, სსსმ მოსწავლეების მონაწილეობით.

პროექტის ბოლოს პოსტ გამოკითხვა პროექტის შედეგების უკეთ შესაფასებლად.

    

 

2.    რა დადებითი ზეგავლენა ექნება ამ პროექტს?  

პროექტის შედეგად მოხდება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სოციუმში ინტეგრაციის ხელშეწყობა. სსსმ მოსწავლეები  თავს იგრძნობენ სასკოლო საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, ისინი აღმოაჩენენ რომ შეუძლიათ სხვადასხვა საქმის კეთება. ეს დაეხმარებათ მათ, რომ სწავლა გახდეს მათთვის საინტერესო პროცესი.

 

 

No comments:

Post a Comment